X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

რა არის რეგიონული განვითარება

რეგიონული განვითარების პოლიტიკა წარმოადგენს ქვეყნის და მისი ტერიტორიების თანაბარზომიერი და მდგრადი განვითარების პოლიტიკის ფორმირების და განხორციელების პროცესს, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნისა და მისი ტერიტორიების სოციალური, ეკონომიკური და რესურსული პოტენციალის გამოყენებით მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებისკენ.

რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელება გულისხმობს საჯარო ხელისუფლების ორგანოების მიზანმიმართულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც ეფუძნება ქვეყნის და მისი ტერიტორიების განვითარების პრიორიტეტებს და ამ პრიორიტეტების შესაბამისად, კოორდინაციას უწევს დარგების განვითარებას და არსებული რესურსების შედეგზე ორიენტირებულ განაწილებას.

საქართველოს 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების პროგრამა

საქართველოს 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების პროგრამა წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ინსტრუმენტს რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიზნების მისაღწევად. ის გვთავაზობს ჩარჩოს ინტეგრირებული ტერიტორიული ღონისძიებების განხორციელების კოორდინაციისთვის.

საქართველოს 2018-2021 წლების რეგიონული განვითარების პროგრამა წარმოადგენს საშუალოვადიან სამთავრობო დოკუმენტს, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იდენტიფიცირებული განვითარების ბარიერების გათვალისწინებით ქვეყნის ტერიტორიული განვითარების ძირითად მიზნებსა და ამოცანებს, სამოქმედო პრიორიტეტებსა და განვითარების შესაბამის ღონისძიებებს. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, დაბალანსებულ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.

პროგრამის პრიორიტეტებია:

ქვეყნისა და მისი რეგიონების კონკურენტუნარიანობისა და მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ძირითადი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;

მცირე და საშუალო საწარმოების, ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკის სექტორებისა და ექსპორტის ხელშეწყობის მხარდაჭერა;

ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა;

ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა და კონკრეტული ტერიტორიების მხარდაჭერა, მათი ენდოგენური განვითარების საფუძველზე;

რეგიონული განვითარების ინსტიტუციების ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდა, საპილოტე რეგიონული განვითარების პროგრამების მომზადება.

ზემოაღნიშნული პრიორიტეტების მიხედვით 2018-2021 წლების პერიოდში საქართველოს რეგიონებში ჯამში (გან)ხორციელდება 100-ზე მეტი ღონისძიება და აქტივობა.

 

დაკავშირებული დოკუმენტები